Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683250&print=yes&view=jobs
 
პერსონალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალური მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=2037

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ.

განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში პერსონალური მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** გარე სერვისის მოთხოვნის მიღება და პროცესის დაგეგმვა სერვისის მენეჯერთან ერთად;
** VIP მომხმარებლებთან მუშაობა;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** მომხმარებლის იდენტიფიკაცია პროგრამაში;
** დამატებითი შესაკეთებელი სამუშაოების იდენტიფიკაციისას, საჭირო სამუშაოების მომხმარებლისთვის გაცნობა - პრობლემის ტიპი, მისით გამოწვეული რისკები, საჭირო ნაწილები და მათი ფასი, შესაკეთებელი სამუშაოების ხანგრძლივობა;
** შეთავსებულ სრულ მომსახურებაზე თანხმობის მიღებისას, მომხმარებლის საჭირო მასალების შესაძენად გადამისამართება და სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ადგილობრივი შესყიდვის კოორდინაცია - განაცხადის ფორმირება და შესყიდვების განყოფილებისთვის გადაცემა;
** არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, მექანიკოსის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მცირე გამოცდილება.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თანამშრომლობას განვიხილავთ სრულ განაკვეთზე.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია