Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683231&print=yes&view=jobs
 
სპორტის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპორტის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 21 ნოემბერი
ცხადდება კონკურსი "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 2000 (ორიათასი) ლარი თვეში (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
სამუშაო საათები - 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** უნდა ჰქონდეს მუშაობის ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Excel, Power Point;

დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

** კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიერ გასამართი სპორტული ღონისძიებების კოორდინაცია;
** სხვადასხვა სპორტული ტურნირების სწორად წარმართვა;
** სპორტული სექციების მონიტორინგი;
** უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სპორტული გუნდების განვითარებისა და წინსვლისათვის ხელის შეწყობა;
** სპორტული ღონისძიებების დაგეგმვასა და ვებ გვერდზე მასალების განთავსების კოორდინაცია.
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** დასაბუთების უნარი;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ", თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა;

აპლიკანტების მიერ დოკუმენტები გადმოგზავნილი უნდა იქნეს იქნეს 2025 წლის 19 ნოემბრიდან 2025 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა "კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსი".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია