Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683207&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.ahtbilisi.com/

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სრული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 1500 ლარი გადასახადებისა და გადასახდელების გარეშე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოსპიტლის საინჟინრო დეპარტამენტის მასალებისა და ტექნიკური მოხმარებადი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე მოძიება და შესყიდვა;
** დასუფთავების სამსახურის სახარჯების, სადეზინფექციო და ჰიგიენური მარაგების მოძიება და შესყიდვა;
** მარკეტინგის დეპარტამენტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვა;
** კომერციული შეთავაზებების მიღება, ანალიზი და ფასებზე მოლაპარაკება;
** მომწოდებლებთან შეკვეთების გაგზავნა და საქონლის დროული მიწოდებების კონტროლი;
** ადგილობრივი ბაზრის მუდმივი კვლევა;
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და შიდა შესყიდვების პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** შესყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების, დაგეგმვისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს - pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია