|
დასახელება:
ცვლილებების და პრობლემების მართვის მთ. სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თელასი
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს გარე ვაკანსიას, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების ინციდენტების, ცვლილებების და პრობლემების მართვის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე
ძირითადი მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან დაკავშირებულ სფეროში;
** გამოცდილება IT სერვისების/სისტემური ადმინისტრაციის მიმართულებით (2-3 წელი მაინც სასურველია);
** ITIL Foundation სერტიფიკატი (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
** გამოცდილება ITSM სისტემებში (ManageEngine, ServiceNow, Remedy ან სხვა);
** Microsoft - ის ოპერაციული სისტემის და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციური უნარები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** პრობლემების ანალიზის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
Incident Management
** ინციდენტების რეგისტრაცია, კატეგორიზაცია და პრიორიტეტიზაცია SLA-ს მიხედვით.
** მომხმარებლების ინფორმირება ინციდენტის სტატუსისა და გადაწყვეტის შესახებ.
** ინციდენტების ესკალაცია შესაბამის L2/L3 გუნდებზე.
** ინციდენტების ტენდენციების ანალიზი და რეპორტინგი.
Service Request Management
** სტანდარტული სერვისული მოთხოვნების მიღება და დამუშავება.
** Service Catalog-ის მართვაში მონაწილეობა.
** SLA-ს მიხედვით მოთხოვნების დროული შესრულების უზრუნველყოფა.
Problem Management
** განმეორებადი ინციდენტების იდენტიფიცირება.
** Root Cause Analysis (RCA) ჩატარება.
** Known Error Database (KEDB)-ის მართვა.
** პრევენციული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
Change Management
** ცვლილებების მოთხოვნების (RFC) რეგისტრაცია და შეფასება.
** ცვლილებების რისკებისა და გავლენების ანალიზში მონაწილეობა.
** CAB (Change Advisory Board)-ის შეხვედრებში მონაწილეობა.
** ცვლილებების პროცესის მონიტორინგი და შედეგების დოკუმენტირება.
ზოგადი ფუნქციები:
** SLA და KPI მაჩვენებლების კონტროლი და რეპორტების მომზადება.
** ITIL პროცესების დოკუმენტირება და გაუმჯობესების ინიციატივების შემოტანა.
** ManageEngine ServiceDesk Plus-ის ადმინისტრირება (workflow-ები, ავტომატიზაცია, ნოლეჯბეისი).
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება უკუკავშირის შეგროვებით და ანალიზით.
** თანამშრომლობა IT უსაფრთხოების, ქსელის, სერვერებისა და აპლიკაციების გუნდებთან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
|
|
|
|