Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: დაცვის თანამშრომელი

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა სამ დღეში ერთხელ.
მისამართი: თბილისი, კ. ჩაჩავას N7.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის შენობისა და გარე ტერიტორიის დაცვა და უსაფრთხოების კონტროლი;
** კლინიკაში არსებული ქონების დაცვა;
** საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
** ვიზიტორების კონტროლი;
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალების მიმართ ყურადღება,
** ოპერატიულობა და აქტიურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy.Surgery@aversi.com საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 დეკემბერი. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (დაცვის თანამშრომელი).

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე