Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ნესტლე
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
შპს "ნესტლე საქართველო" აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევას ბათუმში.

სამოქმედო ტერიტორია - აჭარა და გურია (დროებითი 6 თვიანი სამუშაო).

"ნესტლე" მსოფლიოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. "ნესტლეს" მისიაა - ცხოვრების ხარისხის გაზრდა და ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. "ნესტლე" კვების პროდუქტების დიდ ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს, არა მარტო ადამიანების, არამედ მათი საყვარელი შინაური ცხოველების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. "ნესტლეს" ასორტიმენტი 2 ათას ბრენდზე მეტს მოიცავს - მათ შორისაა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები NESCAFÉ, Maggi, KitKat და Nesquik. "ნესტლეს" შტაბბინა მდებარეობს ქალაქ ვევეიში (შვეიცარია), სადაც 155 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო კომპანიის ისტორია.

სამედიცინო წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები:

** მედიცინის მუშაკებისათვის, ბავშვთა კვების პროდუქტების შესახებ სამეცნიერო/საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება;
** პროფესიული კონტაქტების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
** ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული ყოველდღიური ვიზიტების შესრულება;
** მედიცინის მუშაკებისათვის სამეცნიერო კონფერენციების მოწყობასა და მათ წარმართვაში აქტიური მონაწილეობის მიღება.

სამედიცინო წარმომადგენლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის, ფარმაკოლოგიის, ბიოლოგიის ან პედიატრიის ფაკულტეტები);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციის განვითარებული უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

სამედიცინო წარმომადგენლებს ვთავაზობთ:

** დიდ, საერთაშორისო კომპანიაში გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
** პატივისცემის ფასეულობაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას.
** სამსახურებრივ ავტომობილს.
** საბონუსე სისტემას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** კვების დანამატს.

დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2025 წლის 28 ნოემბრამდე გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@nestle.ge

გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს კომპანია "ნესტლეს" ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს) შპს "ნესტლე საქართველოს" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@nestle.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე