|
დასახელება:
ხაზინის სამსახურის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ხაზინის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2665 - 3065 ლარი (Gross)
ფუნქცია-მოვალეობები:
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ შესყიდული აქტივების/სამუშაოს/მომსახურების და სხვა ხარჯების პირველადი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების განხორციელება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისა და სხვა განაცემების სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) რეგისტრაცია; საშტატო ნუსხის, ვალდებულებების და გადარიცხვების რეგისტრაცია, სახელფასო მოდულის გამოყენება და ელექტრონული უწყისის გენერირება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია და ანგარიშსწორება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge); მივლინებების წინასწარი გადახდებისა და დამოწმების დოკუმენტების დამუშავება შემოსული ბრძანებების მიხედვით;
** ავანსად გადარიცხული თანხების ვადების კონტროლი და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) საავანსო მოთხოვნების დამოწმება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკონკურსო თემატიკა:
** საქართველოს კანონი "საქართველოს საგადასახადო კოდექსი";
** "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება;
** "დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება;
** "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
** "წყალმომარაგების სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 24 დეკემბრის №43 დადგენილება
** "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** სასურველია საჯარო ან/და კერძო დაწესებულებაში საფინანსო/ბუღალტრული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამები:
** Microsoft Office Word - კარგი;
** Microsoft Office Excel - ძალიან კარგი;
** eTreasury - კარგი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ინფორმაციის/მონაცემთა ფინანსური ანალიზის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დავალებებზე სწრაფად და ეფექტიანად რეაგირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დისციპლინის, ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
1 - განცხადებების გადარჩევა;
2 - გასაუბრება.
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
|
|
|
|