|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Manamo Home
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" - აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში ნახევარ განაკვეთზე
დასაქმების ტიპი: დროებითი - 2 თვის ვადით.
სამუშაო განრიგი:
სრული განაკვეთი - კვირაში 5 სამუშაო დღე, რაც მოიცავს: დღეში 5 საათიან სამუშაო განაკვეთს 15:00-20:00 და 16:00-21:00 საათებში.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით და ვიზუალურად მიმზიდველი განლაგების უზრუნველყოფა;
** ახალი პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის ფლობა;
** მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** მაღაზიაში წესრიგისა და მოწესრიგებული სავაჭრო სივრცის უზრუნველყოფა;
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@manamohome.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
|
|
|
|