|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ფიტნეს ფორმულა
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
ვიტამინებისა და საკვები დანამატების მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი "ფიტნეს ფორმულა" სხვადასხვა ქვეყანაში 25-მდე, ხოლო თბილისში წარმოდგენილია 3 ფილიალით. კომპანიის მთავარი მიზანია ადამიანთა ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.
"ფიტნეს ფორმულა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 21:00 სთ-მდე ან 11:00-დან 22:00 სთ-მდე, ფილიალის მიხედვით.
სამუშაო დღეების რაოდენობა: თვეში 15 დღე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება).
შესვენება: 1,5 საათი.
ანაზღაურება: საწყისი 800 ლარი (NET) + ბონუსი
მოვალეობები:
** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება, მათ შორის სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** პროდუქციის მიღება, თაროზე განთავსება და შესაბამისი მარაგის მუდმივი კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ
** მაღაზიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის ინფორმირება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია
მოთხოვნები:
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
** მოტივირებული და პუნქტუალური; ორგანიზებული და კომუნიკაციის კარგი უნარების მქონე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არასავალდებულოა
** ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info@fitnessformula.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|