Робота для біженців з України
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ელტეგი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
კომპანია "ელტეგი" დაარსდა 2007 წელს. იგი წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ბაზარზე ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტით ოპერირებს. კომპანიის მიზანია, აღნიშნულ სფეროში არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით, საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთების მათზე მორგებული პაკეტებით მომსახურება. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.elteg.ge

კომპანია "ელთეგი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზ. #41, 0103, თბილისი, საქართველო
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება 1800-2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე) + დანამატი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე .

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლიფტის აღჭურვილობის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები (მათ შორის ლიფტის "რევიზიაზე" გაშვება, ღილაკების მონტაჟი, სამონტაჟო დანადგარების საჭიროებისამებრ გადაადგილება), საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟი და შეკეთება;
** სამუშაოების კორექტირება, ახალი ლიფტების გაშვებისას ტესტირება;
** დაზიანებული ან/და დეფექტური დანადგარების/დეტალების დიაგნოსტიკა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ლიფტის აღჭურვილობის ექსპლუატაციის სისწორის შემოწმება;
** არსებული ხარვეზების შესახებ შესაბამისი აქტის მყისიერად შედგენა და მენეჯერისთვის მყისიერად გადაცემა;
** ხარვეზების დროულად აღმოფხვრა, სანამ ისინი რთულ ფორმას მიიღებენ;
** მისთვის გამოყოფილი ხელსაწყოების, დანადგარების, კომპანიის კუთვნილი ქონების მოვლა-პატრონობა;
** შეთანხმებული ვადების შესაბამისად სამუშაოების სრულად და ჯეროვნად შესრულება;
** სხვა სამუშაოების შესრულება, რომელიც აღნიშნულ დანართში არაა მითითებული, თუმცა დაკავშირებულია თანამშრომლის საქმიანობასთან და ემსახურება კომპანიის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად და ჯეროვნად შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება ელექტროობის ან/და ენერგეტიკის მიმართულებით;
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების, ელექტროობისა და ტექნიკური სამუშაოების ჩატარების ცოდნა და გამოცდილება;
** ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი;
** სიმაღლეზე მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია რუსული, ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Llabadze@elteg.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკოსი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე