Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683108&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ჯორჯიასიბი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
კომპანია "ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე - სასურველია იურიდიული ან ფინანსური გამოცდილებით.

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და კორექტირება;
** ადმინისტრაციულ-იურიდიული პროცესების მხარდაჭერა; ან ადმინისტრაციულ-ფინანსური პროცესების მართვა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე საქმიანი მიმოწერის და დოკუმენტაციის შედგენა, შესწორება, კორექტირება;
** დოკუმენტაციის მომზადება - ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები და სხვა;
** ოფიციალური მიმოწერის წარმართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია იურიდიული ან ფინანსების განხრით;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ორხევი და აეროპორტი
** ხელფასი: 1000-1300ლ გამოცდილების მიხედვით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@georgiacb.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია