Робота для біженців з України
მიწოდების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების აგენტი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის პოზიციაზე

https://goo.gl/maps/7nuh6s5gm1cvmWAi7

ჩვენი კომპანია უკვე 20 წელია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში.

მინიმალური განათლება: საშუალო
ასევე მნიშვნელოვანია, კანდიდატს ბანკთან არ ჰქონდეს პრობლემური ურთიერთობა

ძირითადი მოვალეობები:

** მომარაგება თბილისის ან რეგიონის ტერიტორიაზე;
** პროდუქტების წინასწარ განასაზღვრულ ობიექტებზე;
** პროდუქციის დანიშნულების ადგილზე მიტანა ლუქის მთლიანობის შენარჩუნებით;

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: 1600 ლარიდან

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@svanuri.ge ან დაგვიკავშრდით ნომერზე: +995 500 99 09 49 სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!

გისურვებთ წარმატებებს!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ქართული რძის პროდუქტების" მიერ (ს/კ:245444764), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მხოლოდ კონკრეტულ პოზიციაზე პირის დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. კომპანია არ ინახავს იმ კანდიდატთა მონაცემებს, რომელთა დასაქმებაც არ მომხდარა კომპანიის მიერ.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: info@svanuri.ge

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე