Робота для біженців з України
ინსტალატორების ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორების ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორების ტექნიკური მხარდაჭერინს ინჟინრის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი, დავით გურამიშვილის 12#
დაქვემდებარება - საინსტალაციო განყოფილების ტექნიკური მენეჯერი
ანაზღაურება - 1400 ლარი (Net)
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 -18:00 ან 11:00 - 19:00, შაბათი - 10:00 - 18:00 ან 12:00 - 17:00

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომპანიის პროდუქტების ინსტალირების ან/და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის დროს ინსტალატორების ტექნიკური მხარდაჭერას;
** სხვადასხვა განყოფილებასთან კომუნიკაცია, ტექნიკური პრობლემის წარმოქმნის მიზეზების იდენტიფიცირების და აღმოფხვრის მიზნით;
** ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** არსებული და დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და სისტემატიზაცია;
** არსებული წესების თანახმად, საბილინგო სისტემაში მონაცემთა კორექტირება, დავალებების გაფორმება;
** მოთხოვნისამებრ თანამშრომლის საორიენტაციო პროგრამაში მონაწილეობა, ახალი თანამშრომლის სწავლება;
** მოთხოვნისამებრ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველი უმაღლესი განათლება ტელეკომუნიკაციების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სატელეკომუნიკაციო სფეროში
** ქართული ენის გამართულად ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარები/შესაძლებლობები:

** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინსტალატორების ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე