Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=683009&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწე
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"სტერეო +" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.

Stereo + 2002 წლიდან საქმიანობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში: ციფრული მაუწყობლობა, "Stereo+" TV, რადიო "სტერეო +", "ტვ მობაილ".

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლების მივლინებებისა და შვებულებების აღრიცხვა, მონიტორინგი
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება
** პარტნიორ კომპანიებთან ოფიციალური კორესპოდენციის წარმოება მეილის საშუალებით
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით შეხვედრების დაგეგმვა
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის კარგად მცოდნე კანდიდატს
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ოფიციალური კორესპოდენციის წარმოება

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2025 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge

სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწე".

შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია