|
დასახელება:
ბელბოი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო მუხრანთუბანი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
სასტუმრო "მუხრანთუბანი" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
ბელბოი პასუხისმგებელია სტუმართა თავაზიან მიღება-დახვედრაზე და გაცილებაზე, მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** აკონტროლოს უნივერსალური გასაღების და დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები;
** მოახდინოს სტუმრის ბარგის იდენტიფიცირება, მიაცილოს სტუმარი ოთახამდე თავისივე ბარგით და უზრუნველყოს ოთახის შესახებ ზოგადი ინფორმაციით;
** ჯგუფების მიღების შემთხვევაში, სწრაფად, დროულად და ორგანიზებულად მოახდინოს ბარგის იდენტიფიცირება, შეგროვება და დანიშნულების ადგილზე მიტანა;
** დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან;
** ბარგის ოთახის მოწესრიგება და მართვა;
** შიდა და გარე პერიმეტრზე განათების ანთება/ჩაქრობა;
** ფლობდეს სასტუმროს, სივრცეების, მომსახურებების შესახებ სრულ ინფორმაციას;
** იცოდეს ინფორმაცია ქალაქში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას.
მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
ხელფასი: 1000 ლარი
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: jikidzes@gmail.com. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|