|
დასახელება:
საჯარო განცხადება მოწყობილობების შესყიდვაზე
|
| მომწოდებელი:
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
საჯარო განცხადება მოწყობილობების შესყიდვაზე
პროექტი: "მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში"
ინფორმაცია პროექტის და პარტნიორების შესახებ
2024 წლის ივნისში, ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველო (EECG) World Vision საქართველოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის "ინკლუზიური განვითარება მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვით საქართველოში" განხორციელება.
პროექტის შესახებ:
პროექტის "მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში" ძირითადი მიზანია საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის წინაპირობების შექმნა, რაც სოფლის მეურნეობის, შენობების და მრეწველობის შერჩეულ დარგებში არსებულ და სამომავლო მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალებას მისცემს დანერგონ მდგრადი, სუფთა ენერგიის ბიზნეს პრაქტიკა.
ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი ისახავს პროფესიული კვალიფიკაციების გადახედვას, ახალი პროგრამების შემუშავებას და პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, შეგირდების, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, პრაქტიკოსი ტრენერებისა და მომავალი პროფესიონალებისთვის. ეს ძალისხმევა მიმართულია ენერგოეფექტურ და გარემოსდაცვით მდგრად ბიზნეს პრაქტიკაზე გადასვლის მხარდაჭერისკენ.
პროექტის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო (შემსყიდველი) თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (მიმღები) შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის გადამზადების (სასერტიფიკატო) პროგრამის შემუშავებაზე და დანერგვაზე.
აღნიშნული გადამზადების პროგრამა მომზადებულია საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 აპრილის, №108 დადგენილების შესაბამისად ("სატრენინგო პროგრამების დამტკიცების შესახებ"; დანართი №2-"შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის") და მიზნად ისახავს შენობების ენერგოაუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვას.
სატრენინგო პროგრამის ეფექტურად განხორციელებისთვის, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო აცხადებს შემდეგი მოწყობილობების შესყიდვას.
№: მოწყობილობა, მოდელი / ტექნიკური მახასიათებელი
დანიშნულება:
1. სისქის საზომი: Dakota Ultrasonics ZX-3 - შენობის კონსტრუქციული ელემენტების თბოიზოლაციის ფენის სისქის განსაზღვრა, თბური წინაღობის შეფასების მიზნებით.
2. თბური წინაღობის საზომი ხელსაწყო (Heat Flow Meter - HFM): TRSYS01 Thermal Resistance Measuring System
სამშენებლო მასალების თბოგამტარობისა და ენერგოეფექტურობის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრა.
მიწოდების ადგილი:
მის:. ქ.თბილისი, 0171, მ.კოსტავას ქ.№77 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
პოტენციურმა მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს კომერციული შეთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
** ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო თითოეული შესასყიდი მოწყობილობის ფასს და შემოთავაზების ჯამურ ფასს (ლარი. დღგ-ს გარეშე). ფასი უნდა მოიცავდეს მოწყობილობების იმპორტის, განბაჟების, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
** მოწოდების ვადებს
** საგარანტიო პირობებს.
** პოტენციური მომწოდებლის დასახელებას, საიდენტიფიკაციო კოდს; საბანკო რეკვიზიტებს და მისამართს (მათ შორის: ვებ და სოც.ქსელების მისამართებს)
** წარმოდგენილი წინადადების მოქმედების ვადას (არანაკლებ 60 დღე შეთავაზების მიღებიდან).
წერილობით დადასტურებას, რომ წინადადების წარდგენის მომენტისთვის პოტენციური მომწოდებელი არ არის:
** გაკოტრების პროცესში;
** ლიკვიდაციის პროცესში;
** საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
"შემსყიდველი" იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე დამატებით მოითხოვოს ან მოიძიოს ინფორმაცია მომწოდებელი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
"შემსყიდველი" გამარჯვებულ მომწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას/ფიზიკურ პირს. "შემსყიდველი" არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
გამარჯვებულ მომწოდებელთან "შემსყიდველი" და "მიმღები" დებენ სამმხრივ ხელშეკრულებას.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 ნოემბერი .
დაინტერესებულ მომწოდებლებს გთხოვთ, თქვენი წინადადებები გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით, მისამართზე eecgeo@eecgeo.org და დანიშნულებაში მიუთითეთ: საზომი მოწყობილობების შესყიდვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ.: +995 032 242 542
|
|
|
|