|
დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
| მომწოდებელი:
SekkeiPark
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735
ფუნქცია-მოვალეობები:
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მოცემული მოცულობების შედარება საპროექტო დოკუმენტაციასთან (შესასრულებელ სამუშაოებთან, მოცულობების უწყისთან) და შესაბამისობის დადგენა;
** ფინანსურ გუნდთან წარსადგენი და კლიენტისთვის გასაგზავნი განფასებების მომზადება;
** გამოსაყენებელი მასალების ფასის კვლევა და მუდმივი გადამოწმება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
** ტექნიკურ მიმართულებებთან მუდმივი კომუნიკაცია, როგორც განფასების, ასევე ინსტალაციის ეტაპებზე, პროექტების ვადის და დასაქმებული პერსონალის ხარჯების განსაზღვრისათვის;
** შერჩეული აგრეგატების ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება და მოთხოვნის შესაბამისობასთან შედარება პროექტანტების გავლით;
** განფასების მეორე ეტაპზე (კლიენტის დაინტერესების შემდეგ, დაკონტრაქტებამდე), პროექტის და განფასების გავლა როგორც ტექნიკურ დეპარტამენტთან, ასევე პროექტანტებთან, მათი კონსულტაციების მიხედვით განფასების ოპტიმალური ცვლილება.
ძირითადი მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word
** ენები: ინგლისური
** გამოცდილება: სასურველია
უნარები და თვისებები:
** მათემატიკური აზროვნება;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამედიცინო დაზღვევა
** პროფესიული განვითარება
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|