|
დასახელება:
სუ შეფი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
"Marco Polo Hotel Gudauri" 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. "Marco Polo Hotel Gudauri"-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.
"Marco Polo Hotel Gudauri" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის (Sous chef) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით
** სასტუმროს შინაგანაწესის, საოპერაციო პროცედურებისა და წესების შესაბამისად მუშაობა, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების), ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების გათვალისწინება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** შეფ მზარეულის ასისტირება სამზარეულოს სამუშაო პროცესების დაგეგმვის, კერძების მომზადებისა და ადმინისტრაციული საკითხების კუთხით
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს თანამშრომელთა გუნდის ზედამხედველობა, მათი სამუშაო პროცესების მონიტორინგი და შეფასება
** კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი, შეფ მზარეულის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
სამზარეულოს სტანდარტებისა და კერძების პრეზენტაბელურობის მონიტორინგი
** ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირება შეფ მზარეულთან
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს ინვენტარის ზედამხედველობა, დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და "მიზან-პლასის" კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა
** შეფ მზარეულის ასისტირება სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს ბიუჯეტირების კუთხით, ხარჯების კონტროლი
** სამზარეულოს თანამშრომლების დატრენინგება, მათი სამუშაო პროცესების მუდმივი ხელშეწყობა
რას ველით თქვენგან:
** Sous chef-ის, senior chef de partie-ს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიან გამოცდილებას (სასურველია სტუმარმასპინძლობის სფეროში)
** შვედური მაგიდისა და ალა-კარტე მენიუს კონცეფციის სიღრმისეულ ცოდნას
** კულინარიული ტენდენციების ცოდნასა და ინოვაციურ ხედვას
** გუნდის ლიდერობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარს
** საოპერაციო და ფინანსური პროცესების მართვის გამოცდილება (მენიუს ფასები, კალკულაციები, ბიუჯეტირება)
** სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (განსაკუთრებით HACCP)
რას გთავაზობთ ჩვენ:
** თანამშრომლის კვებასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** მაღალი სტანდარტის სამზარეულოს და ტექნიკურ რესურსს
** დამატებით ფასდაკლებებს კომპანიაში შემავალ სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Marir@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|