Робота для біженців з України
მძღოლი-კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-კურიერი
მომწოდებელი: პისიშოპ.ჯი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის და ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-კურიერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (კვარტლური)

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** პროდუქციის დატვირთვა/ჩამოტვირთვა და დასაწყობების უზრუნველყოფა;
** გზავნილების ადრესატისათვის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა;
** ტვირთის მიწოდება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის (მექანიკა) მართვის მოწმობა;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი ავტომობილის მართვის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მოტივირებულობა;
** სიახლეების ძიების სურვილი და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლას და კარიერულ წინსვლას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@pcshop.ge არაუგვიანეს 17 დეკემბრისა. გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურის ველში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე