|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
NB Dental
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
"ნინო ბერიძის კლინიკა "NB Dental" - საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 15 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენთვის პრიორიტეტულია კომფორტული გარემო, ინდივიდუალური მიდგომა და პაციენტის ჯანმრთელი ღიმილი.
ვეძებთ, კრეატიულ, სტრატეგიულ და პასუხისმგებლობიან სოციალური მედიის მენეჯერს.
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კომპეტენციის შესაბამისად
ძირითადი სამუშაო აღწერილობა:
კანდიდატის მთავარი მისია იქნება NB Dental-ის ბრენდის აღქმის გაძლიერება სოციალურ ქსელებში და პაციენტებთან ემოციური კავშირის შექმნა.
** კლინიკის სოციალური არხებისთვის კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა და მართვა;
** კონტენტის დაგეგმვა (კვირეული/თვიური კონტენტ კალენდარი);
** კონტენტის იდეების გენერირება და ვიზუალური/ვიდეო მასალების დამზადებაზე ერთობლივი მუშაობა დიზაინერთან;
** კლინიკის სერვისების, ექიმების გამოცდილების წარმოჩენა სოციალური მედიის საშუალებით;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია (Meta Ads Manager და სხვა პლატფორმები);
** სოციალური მედიის შედეგების ანალიზი, მეტრიკების მონიტორინგი და რეპორტების მომზადება;
** მედიცინის/სტომატოლოგიის დიჯითალ ტრენდებზე დაკვირვება და ახალი იდეების გენერირება;
** საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ამოცანების და იდეების მენეჯმენტისგან.განხორციელება.
ვის ვეძებთ?
ჩვენი იდეალური კანდიდატი არის ადამიანი, რომელიც ციფრულ კომუნიკაციას ხედავს როგორც სტრატეგიულ პროცესს და აფასებს მაგალითზე დაფუძნებულ შინაარსს.არის კომუნიკაბელური, ინიციატივიანი და ორგანიზებული.
ძირითადი მოთხოვნები:
** სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** გამოცდილება სარეკლამო კამპანიების მართვაში (Meta Ads აუცილებელია, Google Ads — უპირატესობა);
** გამართული წერითი ქართული ენა — პაციენტთან თბილი და ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაციისთვის;
** სასურველია ვიზუალური/ვიდეო შინაარსის შექმნის პრაქტიკა (Canva, CapCut და/ან მსგავსი ინსტრუმენტები);
** გამოცდილება მედიცინის, სტომატოლოგიის ან მომსახურების სექტორში;
** ინგლისური ენის ცოდნა.
გამოიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: career@nbdental.ge
(subject) სათაურის ველში მიუთითეთ: Social Media Manager
რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ NB Dental-ს დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის ვადით, რათა განიხილოს თქვენი კანდიდატურა როგორც მიმდინარე, ისე მომავალ პოზიციებზე.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|