|
დასახელება:
რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
შპს ლითოტრიფსია
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
შპს "ლითოტრიფსია" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 17:00 საათამდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ამბულატორიული პაციენტების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია;
** ამბულატორიული დოკუმენტაციის გახსნა ან არსებულის მოძიება, მონაცემების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის ვადის, ფასების შემოწმება და კლინიკის შიდა პროგრამაში სკანირება;
** შრომის, სამრეწველო-სანიტარული ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნილი წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული, დანარიცხების გარეშე)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: ana.amurvelashvili@yahoo.com
|
|
|
|