|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ეკორენტი
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
სამშენებლო ტექნიკის გაქირავების კომპანია "ეკორენტი" (http://www.ecorent.ge/) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
თუ ხართ გამბედავი, თამამი, ამბიციური, მაგრამ ამავდროულად შეგიძლიათ კლიენტის მოსმენა, მისი საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.
მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთან ურთიერთობის განვითარება (მთავარი მოვალეობა);
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** არსებულ კლიენტებზე ზრუნვა და მათთან კომუნიკაცია;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან მასთან დაკავშირებული დარგის ხარისხი;
** მონაცემთა ანალიზი და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** Microsoft Office-ის კარგ სამუშაო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** კარგი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** მართვის მოწმობა სავალდებულოა;
პირობები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი (10 - 18:00)
** ანაზღაურება: 2000ლ საბაზისო + 2% გაქირავება/გაყიდვისგან
** სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: office@ecorent.ge დანიშნულების ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|