Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=682560&print=yes&view=jobs
 
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
კომპანია "ლაიონ ტრანს" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: 12:00 სთ - 21:00 სთ
** დასვენების დღეები: შაბათი -კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 ლარი
** გასაუბრების ეტაპები: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** ანგარიშების რეგისტრაცია და შემდგომი მხარდაჭერა;
** ანგარიშების მონიტორინგი და მართვა;
** მონაცემების პროგრამული და ფინანსური აღრიცხვა;
** მონაცემთა ანალიზი და რეპორტინგი;
** კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;
** ყოველთვიური რეპორტი ვადების კონტროლის ან/და განახლების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმალური დონე B1);
** რუსული ენის ცოდნა (მინიმალური დონე B1) სასურველია.

ჩვენ დაგახვედრებთ:

** პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც
** შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

შპს "ლაიონ ტრანსი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია