|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აიტიკრაფტი
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
კომპანია "ITCraft"-ი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მთავარი ოფისი - პავლე ინგოროყვას 19
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;)
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
კომპანიის შესახებ:
"აიტი კრაფტი" — 2016 წლიდან ერთ-ერთი ლიდერი IT კომპანია საქართველოში. ვართ გუნდი, რომელიც ტექნიკურ პროცესებს ისე აგვარებს, როგორც სხვები ქაღალდის სამუშაოებს — სწრაფად, ზუსტად და ზედმეტი ხმაურის გარეშე.
ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლიან ოფის მენეჯერს, რომელიც ყოველდღიურ საოფისე პროცესებს მოაწესრიგებს, კლიენტებთან კომუნიკაციას და ტექნიკის მიღება/გაცემა.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ადმინისტრაციული პროცესების მართვა და ორგანიზება
** შემოსული ტექნიკის მიღება, დაფიქსირება, რეგისტრაცია და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება
** მომსახურებული ტექნიკის გაცემა და პროცესის მონიტორინგი
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია — როგორც ოფისში, ისე სატელეფონო/ელექტრონული არხებით
** ოფისის საჭირო მასალებისა და ინვენტარის კონტროლი
** სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხში დახმარება (შეხვედრები, მიწოდებები, დოკუმენტაცია და ა.შ.)
** პარტნიორებთან საოფისე კომუნიკაციის მხარდაჭერა
მოთხოვნები:
** განვითარებული კომუნიკაციის უნარები — მკაფიო, მეგობრული და ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტური მართვა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, ელფოსტა და ა.შ.)
** გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია
** ტექნიკურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება — პლუსი (მაგრამ არა მოთხოვნა)
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ, სტაბილურ და ზრდად სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
შერჩევის ეტაპები:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და განაცხადების საფუძველზე
** გასაუბრება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@itcraft.ge
Subject: ოფის მენეჯერი
|
|
|
|