|
დასახელება:
ტრანსპორტის ლოჯისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თიდი კონსტრაქშენი
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
სამშენებლო კომპანია "თიდი კონსტრაქშენ" წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას, მიწისქვეშა და საგზაო სამშენებლო სფეროში.
გვესაჭიროება ტრანსპორტის ლოგისტიკის მენეჯერი.
დამსაქმებლის მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** მართვის მოწმობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office)
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა, გუნდური მუშაობისა და ამავე დროს შესრულების ხარისხის შეფასება/კონტროლის უნარი.
დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ლოჯისტიკურ პროცესებში აქტიური ჩართულობა
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზება, მუდმივი კონტროლი
** კომპანიის ავტოპარკის მუდმივი კონტროლი, წესრიგის დაცვა, ტექნიკური გამართულობის ზედამხედველობა და პრობლემის დროულ აღმოფხვრაზე ორიენტირებულობა
** ტექნიკის მოვლა, მობილიზაცია, მომარაგება
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ახალი ტექნიკის ბაზარზე მოძიება და სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება
** ტექნიკის და მასთან დაკავშირებული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშის უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
კომპანია დასაქმებულს უზრუნველყოფს:
** დაზღვევით
** ავტომანქანით
** საწვავით
** დასაქმებული გაივლის 2-კვირიან შიდა ტრენინგს კომპეტენტურ პირთან ერთად.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე info@tdconstruction.ge
ან დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 598 72 61 53
|
|
|
|