|
დასახელება:
ღამის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Ivy Boutique Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
|
"IVY BOUTIQUE HOTEL" ბუტიკის ტიპის სასტუმრო, ავლაბარში, საინგილოს 40 ნომერში, აერთიანებს 16 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს და პატარა ბარს.
პოზიციის დასახელება: ღამის ადმინისტრატორი
ლოკაცია: თბილისი, ავლაბარი
ექვემდებარება: მენეჯერს
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო ცვლები
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრებისთვის დახმარების გაწევა და კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
** სტუმრებისთვის ეფექტური მიღება-განთავსება-გაწერის პროცედურის უზრუნველყოფა;
** მაღალი დონის მომსახურების დემონსტრირება;
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ცოდნის დემონსტრირება ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას;
** სტუმრებთან პირდაპირი, ტელეფონით და მეილის საშუალებით კომუნიკაცია;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება.
საჭირო უნარები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და პროგრამა fina-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ivyhotels.ge
|
|
|
|