Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: არქ-კონი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
კომპანია "არქ-კონი" 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით.
"არქ-კონის" სერვისებში შედის: ლითონის კონსტრუქციებისა და საფასადე სისტემების პროექტირება და მონტაჟი.

ვაკანსია: მძღოლი (B კატეგორია)

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი);

პოზიციის აღწერა: სამშენებლო ობიექტებისთვის საჭირო მასალებით მომარაგება.

პასუხისმგებლობები:

** კომპანიის შიდა და გარე გადაზიდვების შესრულება;
** დადგენილი მარშრუტის დაცვა და დროული მიწოდება;
** ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვაში დახმარება;
** მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა "B" კატეგორია — სავალდებულო;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარები და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ანაზღაურება: კონკურენტული, გამოცდილების მიხედვით;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?

თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე K.Orvelahvili@arch-con.ge-ზე

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე