Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=681765&print=yes&view=jobs
 
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის მიღება და ბინის დათვალიერების ორგანიზება;
** პროექტებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთა შენიშვნებისა და რეკომენდაციების დაფიქსირება, ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** ბინების მდგომარეობის შემოწმება და ფოტომასალის მოწოდება;
** გაყიდული ბინების აღრიცხვა, რეპორტინგი და დოკუმენტაციის წარმოება;
** ბინის გადაფორმების ხელშეკრულებების მომზადება და გასაღებების ჩაბარების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია უძრავი ქონების სფეროში);
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
** გამართული კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

პიროვნული უნარები:

** გუნდური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@monolith.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია