Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=681205&print=yes&view=jobs
 
ტენდერი ბავშვთა საკვები პროდუქტების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ბავშვთა საკვები პროდუქტების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 681205_Sos_Kutaisi_2989053.zip
ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტი აცხადებს ტენდერს ბავშვთა საკვები პროდუქტების შესყიდვაზე.

ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს ბავშვთა საკვები პროდუქტების მომწოდებელ კომპანიებს ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, დედათა და ბავშვთა თავშესაფრების (N1 და N2) და დღის ცენტრის ბენეფიციართა, ბავშვთა საკვები პროდუქტებით მომარაგების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი პროდუქტების ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტების ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (კომპანიის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ხარჯთაღრიცხვა (ერთეულის ფასში გათვალისწინებული უნდა იქნას ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით.

მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

საქონლის მიწოდების ადგილი:

1) "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" - ქ. ქუთაისი, 4600, ჰერმან გმაინერის ქ.#4 ;
2) ქუთაისი; თბილისის ქუჩა მეათე შესახვევი N5

თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მოწოდებისა და საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ბავშვთა კვება", ასევე, თქვენი კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 24 ნოემბერი 13:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ. #4

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია