|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ჰოტელ კოსტე
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
სასტუმრო "Hotel Coste" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "Hotel Coste" მდებარეობს ქალაქის ცენტრში - ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე. სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი დიზაინის ნომრებით, მაღალი ხარისხის მომსახურებით, რესტორნითა და თანამედროვე საკონფერენციო დარბაზით. https://hotelcoste.ge
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება, გასტუმრება.
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
** სასტუმროს სისტემაში სტუმრების რეგისტრაცია, ინფორმაციის დამუშავება და აღრიცხვების და ინვოისების მომზადება.
** სტუმრებისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, სასტუმროს ნომრების, წესების და ტარიფების შესახებ.
** სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი კეთილგანწყობის მოპოვება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული უნარ ჩვევები:
** პოზიტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** ემოციურად სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი, დროის სწორად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
** სამუშაო გრაფიკს: სრული განაკვეთი, დღის და ღამის ცვლა
** კვებით უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** FIT Pass-ით სარგებლობას
** 24 დღიან ანაზღაურებად შვებულებას წელიწადში
** ხელშეწყობას კარიერული წინსვლაში
** თბილი და მეგობრულ სამუშაო გარემოს
ანაზღაურება: ხელფასი 1100 ლარი
საბონუსე სისტემა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: nadiradze@hotelcoste.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557 643300.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|