Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს — შემოუერთდი "აპარტ ჯგუფს"!

თუ მარკეტინგი შენთვის მხოლოდ კამპანია კი არა, ხედვა და ისტორიის მოყოლაა — მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.
"აპარტ ჯგუფი"— თანამედროვე დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის ახალი თაობის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს, ეძებს მარკეტინგის მენეჯერს, რომელსაც უყვარს სტრატეგია, კრეატივი და შედეგი.

შენი ყოველდღიურობა იქნება:

** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედიის არხების მართვა (Facebook, Instagram, YouTube, Google);
** კონტენტ გეგმების შექმნა და ბრენდის ვიზუალური სტილის შენარჩუნება;
** ბრენდის ცნობადობის ზრდა და პოზიციონირების გაძლიერება;
** გუნდთან (გაყიდვები, დიზაინი, კომუნიკაციები) ახლო თანამშრომლობა;
** ახალი ციფრული ტენდენციების აღმოჩენა და დანერგვა.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** ფლობს გამოცდილებას მარკეტინგში (მინ. 3 წელი);
** აზროვნებს სტრატეგიულად და მოქმედებს კრეატიულად;
** ფლობს ინგლისურ ენას (საშუალო ან მაღალ დონეზე);
** გამოირჩევა კომუნიკაციის, ანალიტიკის და დროის მართვის უნარებით;
** აერთიანებს იდეებს, მონაცემებს და ადამიანებს ერთ მიზნად.

ჩვენ გთავაზობთ:

გარემოს, სადაც შენი იდეები რეალობად იქცევა;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. აბაშიძის #70
გამოგზავნე შენი რეზიუმე: career@apartgroup.com

განაცხადების მიღება დასრულდება 2025 წლის 10 დეკემბერს.

გთხოვ, მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერპერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე