Робота для біженців з України
საკურიერო დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკურიერო დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Onex Georgia
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
კომპანია "ონექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გორში საკურიერო დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი, პუშკინის ქუჩა 2 ა
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო დეპარტამენტის მენეჯერის დახმარება სატრანსპორტო ოპერაციების კოორდინაციაში
** კურიერებთან კომუნიკაცია
** გადაზიდვების გრაფიკის მართვა და მონაცემთა შეყვანა ლოჯისტიკურ პროგრამებში
** ტრანსპორტირების გრაფიკისა და ვადების კონტროლი

ტრანსპორტირების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ
ინფორმაციის გადაცემა საკურიერო დეპარტამენტის მენეჯერთან

მოთხოვნები:

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის უნარი
** საბაზისო კომპიუტერული ცოდნა (Excel, Google Sheets ლოჯისტიკური პროგრამები-სასურველია)
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: HR@Onex.ge, ინფორმაციის გრაფაში პოზიციის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე