Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=680821&print=yes&view=jobs
 
კონკურსი საბუღალტრო კომპანიის მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი საბუღალტრო კომპანიის მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: ქალთა ასოციაცია თანხმობა
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
თანდართული ფაილი: 680821_Consent_Association_tender_7450653.zip
ა (ა)იპ იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" აცხადებს კონკურსს საბუღალტრო კომპანიის მომსახურების შესყიდვაზე.

შერჩეული შემსრულებელი კომპანია უზრუნველყოფს ორგანიზაციის ბუღალტრულ-ფინანსური აღრიცხვის წარმოებას, შესაბამის სტრუქტურებთან (მათ შორის სტატისტიკის ბიურო, საგადასახადო ორგანოები და სხვ.) კომუნიკაციას და თანამშრომლების კონსულტირებას.

ორგანიზაციის დასახელება: ა (ა)იპ იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

საიდენტიფიკაციო კოდი: 203839766

მისამართი: თამარ მეფის გამზ. 20, თბილისი, საქართველო

ორგანიზაციის შესახებ: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს საქართველოში 1995 წლიდან. ორგანიზაცია შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილი ქალების მიერ, რომლებიც ომის შემდეგ მოხალისეობრივად ეხმარებოდნენ საკუთარ თემს. ასოციაცია მიზნად ისახავს მშვიდობიანი, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების შექმნის მხარდაჭერას, სადაც დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და მათ ოჯახებს ექნებათ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალების და ახალგაზრდების გაძლიერებას განათლების მეშვეობით, ასევე ადამიანის უსაფრთხოების და სოციალური ჩართულობის გაუმჯობესებას.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში (ქართულ ენაზე).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 14 ნოემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა გაგზავნონ ელექტრონულად დანართის შესაბამისად შემდეგ მისამართებზე: idpwomen@gmail.com და julia.kharashvili@yahoo.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "ბუღალტრული მომსახურების შესყიდვა".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია