|
დასახელება:
იურისტი/საკრედიტო ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Express Capital+
|
|
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Express Capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე.
შ.პ.ს "Express Capital +"-ის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
"Express Capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: იურისტი/საკრედიტო ადმინისტრატორი
შრომითი ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილების შესაბამისად (ფიქსირებულს + ბონუსი, 800-1400 ლ საშუალოდ)
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც საკრედიტო ადმინისტრატორი, უზრუნველყოფ:
** საკრედიტო დოკუმენტაციის ვიზირებას და შემოწმებას;
** საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებას, კანონმდებლობასთან და მისოს სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით;
** სესხების გადაფარვის პროცედურების განხორციელებას;
** საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
** კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას;
** ხელშეკრულებების ნოტარიულად გაფორმების უზრუნველყოფა
** AML რეგულაციების დაცვა სესხების გაცემისას
** სხვა იურიდიული საქმეების შესრულება
** კლიენტებზე ხელშეკრულების შინაარსის ახსნა და ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უზრუნველყოფა
ჩვენ გთავაზობთ:
** საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
** სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
** მინიმუმ 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობისას, გექნება პოზიციურად დაწინაურების შესაძლებლობა
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
** ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
** სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება;
** გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 11-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com.
|
|
|
|