Робота для біженців з України
QA ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: QA ტესტერი
მომწოდებელი: Whiz.io Soft
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
კომპანია "WHIZ.IO SOFT" აცხადებს ვაკანსიას QA ტესტერის პოზიციაზე.

"WHIZ.IO SOFT" ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფების შექმნას კომპანიის ბიზნეს-პროცესიდან გამომდინარე ინდივიდუალურად თითოეული კომპანიისათვის;

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული ციფრული პროდუქტების შესწავლა;
** კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, მხარდაჭერა;
** ტექნიკური დოკუმენტის ანალიზი, ტესტ ქეისების, ტესტირების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** ხარვეზების იდენტიფიკაცია, აღმოჩენილი შეცდომების დეტალური აღწერა და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** QA ტესტერად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** QA მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტების და ტესტის დიზაინის პრინციპების ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო პირობები:

** ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე;
** ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად;
** ადგილმდებარეობა ქ. თბილისი;

თუ თვლით, რომ მოცემულ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, ჩვენს გუნდში თქვენი მუშაობა გაგვიხარდება.

გთხოვთ, CV გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@whizio.ge და Subject-ში მიუთითეთ QA ტესტერი.

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე