Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=680678&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება კონსტრუქტორი-მხაზველი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება კონსტრუქტორი-მხაზველი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
სამშენებელო კომპანია "Construction service" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კონსტრუქტორ, მხაზველის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: შეთავსებით უნივერსიტეტთან
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი/თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდა და განვითარება ინოვაციურ და დინამიკურ გარემოში.
** გამოცდილ პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას.
** შემდგომი დასაქმების შესაძლებლობას წარმატებული სტაჟიორებისთვის.
** საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამშენებლო ინჟინერია, არქიტექტურა, სტრუქტურული ინჟინერია, ან სხვა რელევანტური მიმართულების ბაკალავრიატი სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

ტექნიკური და პროფესიული ცოდნა და უნარები:

** საბაზისო ცოდნა სამშენებლო მასალების, სტრუქტურების და კონსტრუქციების შესახებ.
** საინჟინრო პროგრამების ცოდნა, მაგალითად: AutoCAD, Revit, ArchiCAD, ან სხვა პროგრამები.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: jobs@cs.ge და არ დაგავიწყდეს -- მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მხაზველი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ განვითარებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია