Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=680666&print=yes&view=jobs
 
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/

"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე (ძირითადი დატვირთვა ექნება რეკრუტინგის მიმართულებით)

სტრუქტურული რუქა:

უშუალო მენეჯერი - ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, სტანდარტული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას #64ა

თუ ხარ კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანები, თვლი, რომ შენი ჩართულობით შეძლებ დაეხმარო კოლეგებს სამუშაო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებაში, მაშინ ამ ვაკანსიამ უნდა დაგაინტერესოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კორპორატიული ღირებულებების შესაბამისად;
** ვაკანსიის დამკვეთ თანამშრომლებთან ვაკანსიის ტექსტის შედგენა და შერჩევის პროცესის დაგეგმვა;
** ვაკანსიის განაცხადის მომზადება, ვაკანსიის გავრცელების და კანდიდატთა მოზიდვის სხვადასხვა არხების მოძიება;
** სხვადასხვა დასაქმების ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება (დასაქმების ფორუმები და სასწავლებლებთან კომუნიკაცია, ძირითადად დაევალება ამ თანამშრომელს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩვენს ჩართულობას საჭიროების შემთხვევაში);
** გასაუბრებისათვის, პოზიციის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების მომზადება;
** კანდიდატების ბაზების წარმოება შრომის ბაზრის პერიოდული კვლევა, ახალი ტრენდებისა და მიდგომებზე, მონაცემების პერიოდული რეპორტინგი და კონსულტაციის გაწევა პროცესის გაუმჯობესების მიზნით;
** ახალი თანამშრომლის ონბორდინგი-ოფბორდინგის პროცესებში ჩართულობა;
** კანდიდატთა და თანამშრომელთა მონაცემების დამუშავება და ადმინისტრირება სოფტის საშუალებით;
** ახალი/მიმდინარე თანამშრომლებთან კომუნიკაცია - უკუკავშირის მიღება, ანალიზი და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებისთვის პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** კორპორატიული კულტურისა და ღირებულებების გაძლიერების მიზნით სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა.

მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა ანდა მომიჯნავე განხრით;
** სასურველია Self.ge-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (მიენიჭება პრიორიტეტი);
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** რუსული ან ინგლისური ენის ფლობა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და დროის მართვის უნარი;
** კრეატიულ-ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა 17 ნოემბერი 2025წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია