|
დასახელება:
ჩამოსხმის საამქროს ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
Wine Kakheti
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
|
შპს "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას ჩამოსხმის საამქროს ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თელავში.
"Wine Kakheti" არის კომპანია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში. კომპანიას კახეთის რეგიონში გაშენებული აქვს ვენახები და აწარმოებს ღვინოს საკუთარ ქარხანაში.
სამუშაო ადგილი: ქალაქი თელავი, ნონეშვილის ქ. N1
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების განრიგის დაგეგმვა და ორგანიზება
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა
** მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის სტანდარტების განსაზღვრა
** წარმოების პროცესების ზედამხედველობა
** მასალებისა და მარაგ-ნაწილების შერჩევა, შეკვეთა და შეძენა
** საწარმოო აღჭურვილობის შეკეთების და რუტინული მოვლის ორგანიზება
** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან აქტიური კომუნიკაცია
** უმცროსი პერსონალის მუშაობის ზედამხედველობა და მართვა, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება
** მენეჯმენტთან კომუნიკაცია პრობლემების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს წარმოებაზე
** სამუშაო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, პროდუქტიულობის გასაზრდელად
** მანქანა-დანადგარების რესურსების შეფასება უწყვეტი წარმოებისა და მინიმალური შეფერხების უზრუნველსაყოფად
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2025 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@wk.ge. დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება: "ჩამოსხმის საამქროს ხელმძღვანელი".
|
|
|
|