|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
ბათუმის განათლების განვით. და დასაქმების ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
ააიპ "ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი" ბათუმში რთული ქცევის ბავშვთა სახლისთვის (3 ბენეფიციარი) აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
** სახლის სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველყოფა, სადილების მომზადება და საყოფაცხოვრებო ორგანიზება.
ძირითადი მოვალეობები:
** სისუფთავის და ჰიგიენის უზრუნველყოფა.
** სადილების მომზადება და სამზარეულოს მოწესრიგება.
** ტანსაცმლისა და თეთრეულის მოვლა.
** საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან პროფესიული განათლება.
** სისუფთავის სიყვარული, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 6 დღე, 09:00-14:00.
** სამუშაო ადგილი - ბათუმი
როგორ მიიღოთ მონაწილეობა შერჩევაში:
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი თქვენი რეზიუმე (CV) და მოკლე მოტივაციური წერილი ელფოსტაზე: bedecadjara@gmail.com
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მობილურის ნომერი, ელფოსტა საკონტაქტოდ: 574010212 bedecadjara@gmail.com
|
|
|
|