|
დასახელება:
სქრამ მასტერი
|
| მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
სამუშაო პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის სქრამ მასტერი.
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** Agile მეთოდოლოგიის პრაქტიკების განხორციელების ხელშეწყობა;
** გუნდის შეხვედრების, მათ შორის ყოველდღიური stand-up შეხვედრების, სპრინტის დაგეგმვისა და რეტროსპექტივების დაორგანიზება/ჩატარება;
** დავალებების ხელისშემშლელი ფაქტორების გადალახვის/დროულად აღმოფხვრის ხელშეწყობა;
** Product Owner-ის დახმარება backlog-ის მართვაში;
** გუნდის წევრების ინდივიდუალური პიროვნული განვითარების მხარდაჭერა და წახალისება;
** გუნდის ქოუჩინგი ღირებულებების, პრინციპების და Agile საუკეთესო პრაქტიკების გასაუმჯობესებლად;
** მხარდაჭერის (Support) პროცესებში Product Owner-თან კოორდინაციით დავალებების განაწილება;
** გუნდის წევრებისთვის ეჯაილ მეთოდოლოგიის სწავლება/კონსულტირება და გუნდის მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება Scrum Master-ის ან მსგავს Agile როლში;
** Scrum-ის, Kanban-ის და ზოგადად Agile მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
** სერტიფიკატი (მაგ. CSM, PSM I/II, ან ეკვივალენტური) ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია გამოცდილება Jira-ს, Confluence-ის ან მსგავს Agile ინსტრუმენტებთან;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.
განაცხადის გაკეთება
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სქრამ მასტერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
|
|
|
|