|
დასახელება:
სამეურნეო სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
UGT
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისში შემოსული საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის საწყობში მიტანა;
** საოფისე და საკანცელარიო ინვენტარის თანამშრომლებისთვის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაობის მეთვალყურეობა და მასალებით უზრუნველყოფა, წვრილმანი სარემონტო სამუშაოების წარმოება;
** ოფისში დაზიანებებისა და გაუმართაობების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება (კომპეტენციის ფარგლებში აღმოფხვრა ან/და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება);
** ოფისში არსებული კონდიცირების და გათბობის სისტემების მონიტორინგი, მოვლა და შეკეთება;
** ოფისში განთავსებული დისპენსერების სასმელი წყლით შევსება და მათი გამართულად მუშაობის კონტროლი;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და მომავლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო გამოცდილება:
** სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი.
დასაქმების პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 6 დეკემბრის ჩათვლით.
ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1160/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|