Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=680170&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სახელმწიფო ზრუნვ. და ტრეფიკინგ. მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
ვაკანსია: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს" სტრუქტურული ერთეულის თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის იურისტი.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1760 ლარი (დარიცხული თანხა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
** აუცილებელია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით;
** სასურველია იურისტად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსი.

სხვა უნარ-ჩვევები:

** წერითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერის - საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციები:

** მომსახურების მიმღები პირებისთვის ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღები პირისთვის წარმომადგენლობის/ადვოკატირების გაწევა სასამართლო/სამართალდამცავ ორგანოებში;
** სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** მონაწილეობის მიღება შემთხვევის მართვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: samdivno-agency@moh.gov.ge.

საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 19 22 32
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია