Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=680149&print=yes&view=jobs
 
პრისელერი - მარნეული, ბოლნისი, დმანისი, საგარეჯო, ფონიჭალა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, საგარეჯოსა და ფონიჭალაში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

www.bms.ge

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:10 - 18:30 სთ.
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (1200 ლ) + მანქანის ცვეთის ხარჯი (150ლ) + საწვავი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
** შეკვეთის გაფორმება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სასურველია უმაღლესი განათლება.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

Tel: 595 089796

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია