|
დასახელება:
პრომოუტერი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Word, Excel;
** გამართული ვერბალური უნარები.
ძირითადი ფუნქციები:
** პაციენტებთან გასაუბრება და მათი საჭიროებების შესაბამისი კლინიკის აქციების შეთავაზება;
** პაციენტებისთვის სერვისების მიღების ორგანიზება, დაგეგმარება, აღრიცხვა.
** პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში ექიმის ასისტირება;
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა, გულისხმიერება;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 06.12.2025-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|