Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული ვერბალური უნარები;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Word, Excel.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლების ბაზების განახლება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან ზარების განხორციელება და სერვისების შეთავაზება;
** ზარების განხორციელება არსებულ პაციენტებთან და მომხმარებელთა კმაყოფილების კითხვარის შევსება;
** რეპორტინგი მარკეტინგის გუნდთან;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 06.12.2025-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე