|
დასახელება:
კიოსკის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
PAUL
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
|
ფრანგული რესტორანი "PAUL" აცხადებს ვაკანსიას კიოსკის თანამშრომლის პოზიციაზე.
PAUL-ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითაც ფრანგულმა პურმა მთელ მსოფლიოში სახელი გაითქვა.
მდებარეობა: სითი მოლი საბურთალო, თბილისი
ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, დახლზე არსებული პროდუქტების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სტუმრის ეფექტური მომსახურება პოლ-ის სტანდარტების მიხედვით;
** დახლზე არსებული პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა და შეთავაზება;
** პროგრამაში გაყიდული პროდუქტის გატარება და აღრიცხვა.
საჭირო უნარები:
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი:
** ცვალებადი (დღის სხვადასხვა მონაკვეთში); 10:00-დან 22:00-მდე შუალედში.
** 8 საათიანი სამუშაო დრო, 5 სამუშაო დღე კვირაში
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@frenchbakery.ge სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ფრენ ბეიქერის" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|