|
დასახელება:
ტენდერი - ბარელების შესყიდვა თანმდევი მომსახურებით
|
| მომწოდებელი:
ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
|
თანდართული ფაილი:
680090_tender_lomisi_1479042.zip
|
ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:
** ნომრით #- EF-GE/802
** დანიშნულება: ბარელების შესყიდვა თანმდევი მომსახურებით
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით;
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
** მომწოდებელი ვალდებულია, წლის განმავლობაში გადაასტიკეროს უკვე არსებული ბარელები, შეცვალოს ბარელის თავები საჭიროების შემთხვევაში ან/და დაამზადოს ახლები, რომელთა შეკვეთა მოხდება წლის განმავლობაში ეტაპობრივად.
** ბარელების გადასასტიკერებლად, საბეჭდი ფაილები იქნება მოწოდებული შეკვეთის მომენტში.
** ხელშეკრულების დადებამდე, მომწოდებელი ვალდებულია თითოეულ პოზიციაზე წარმოადგინოს 1 სრული ბრენდირებული ბარელის ნიმუში, შემსყიდველის მოთხოვნიდან 2-3 დღის ვადაში.
** მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, 1 ბრენდირებული ბარელის, ბარელის თავის და სრულად გადასტიკერების ღირებულება.
** გადაწყვეტილების მიღება მოხდება ნიმუშისა და ფასის საფუძველზე.
** მოწოდების ვადა - შეკვეთიდან 2-3 დღე. დიდ რაოდენობაზე შეთანხმებული იქნება გონივრული ვადა.
** ფასი მოწოდებული უნდა იყოს ტრანსპორტირების ჩათვლით - თბილისში ან ნატახტრის ქარხანაში.
** ფასი მოწოდებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 10.11.2025 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 30.11.2025 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
|
|
|
|