|
დასახელება:
ტენდერი - Outlet Branding
|
| მომწოდებელი:
ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
|
|
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
|
თანდართული ფაილი:
680085_tender_lomisi_7898818.zip
|
ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:
** ნომრით #- EF-GE/801
** დანიშნულება: Outlet Branding
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ: ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით;
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
** მომწოდებელი არ არის ვალდებული შეთავაზება გააკეთოს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ ყველა პოზიციაზე.
** წლის განმავლობაში, მომწოდებელს გაეგზავნება დასაბრენდი ობიექტის მონაცემები (მისამართი, სახელწოდება, საკონტაქტო პირი და ა.შ).
** მომწოდებელი ვალდებულია თითოეულ შეკვეთაზე მივიდეს ობიექტზე, ჩაატაროს აზომვითი სამუშაოები, დაამუშაოს დიზაინი, მოარგოს კონკრეტულ ობიექტს და გამოაგზავნოს დასამტკიცებლად ჯამურ ბიუჯეტთან ერთად, რის შემდეგაც მოხდება შეკვეთის დადასტურება.
** მოწოდების ვადები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული. ძირითად შემთხვევაში 5-10 სამუშაო დღე (დამოკიდებული რაოდენობაზე)
** სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
** გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში.
** გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 10.11.2025 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 30.11.2025 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
|
|
|
|