Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიესი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის №134
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00,
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
** კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე