Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=680080&print=yes&view=jobs
 
შეფმზარეული - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფმზარეული
მომწოდებელი: გუდაური სქი რესორტი
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
სეზონური ბარ-რესტორანი "Khada Hütte Gudauri", რომელიც ზამთრის სეზონზე მასპინძლობს სტუმრებს გუდაურში, სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიის Landmarker Group-ის წევრია.

"გუდაური სქი რესორტი" აცხადებს ვაკანსიას შეფმზარეულის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ანაზღაურება: 3500-4000 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული კულინარიული საქმიანობისა და აქტივობების დაგეგმვა/მართვა
** კრეატიული და ინოვაციური იდეების განხორციელება სეზონურობის, მომხმარებელთა და საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით
** სამზარეულოს გუნდის ოპტიმალური გადანაწილება, ხელმძღვანელობა, შერჩევა და განვითარება სამუშაოს ხარისხისა თუ დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად.
** ობიექტის თანამშრომლების დატრენინგება და გადამზადება საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ჰიგიენური სტანდარტების შენარჩუნების მიზნით
** ობიექტის თანამშრომელთა კვებისთვის განკუთვნილი პროცესების მართვა/უზრუნველყოფა
** საკვების მომზადების პროცესის კონტროლი - სისწრაფე, სიზუსტე და ესთეტიკა. პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება და მუდმივი მონიტორინგი
** სურსათის შესყიდვის და მარაგების დაგეგმვა, მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაცია. ინვენტარიზაციის და საწყობების კონტროლი
** კერძების დროულად, სტანდარტისამებრ და უმაღლესი ხარისხით მომზადების უზრუნველყოფა; ვიზუალური პრეზენტაციისა და გემოვნური თვისებების მუდმივი მონიტორინგი
** სამზარეულოს ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობის, ჰიგიენური და სანიტარული პირობების მუდმივი კონტროლი
** სტუმართა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი კორექტივების გატარება კერძებსა და მომსახურების ხარისხში
** თანამშრომელთა დახმარება სამზარეულოსა და ობიექტის გამართულად მუშაობისთვის საჭირო აქტივობებში (მათ შორის შესყიდული პროდუქციის პირადად მიღება, შიდა/გარე სივრცეების მოწესრიგება)
** კვების უსაფრთხოების სტანდარტების (HACCP, სურსათის უვნებლობა, ადგილობრივი ნორმები) ზედმიწევნითი დაცვა და თანამშრომელთა რეგულარული გადამზადება აღნიშნული მიმართულებით

რას ველით თქვენგან:

** შეფ მზარეულის, სუ შეფის პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიან გამოცდილებას
** კრეატიულ და ინოვაციურ ხედვას
** გუნდის ლიდერობის, სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარს
** სამზარეულოს საოპერაციო და ფინანსური პროცესების მართვის გამოცდილებას (რეცეპტურები, კალკულაციები, ბიუჯეტირება)
** სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას (განსაკუთრებით HACCP)

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საცხოვრებლით უზრუნველყოფას და თანამშრომლის კვების პაკეტს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Marir@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია